04 დეკემბერი 2022,   03:08
ვრცლად
რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშს ხარკივის ოლქში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - გარდაცვლილთა შორის არის 15 წლის მოზარდი

უკრაინაში ომის 216 დღეა და საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება. რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშს ხარკივის ოლქში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილთა შორის ერთი 15 წლის ბავშვია.

4 ადამიანი დაშავდა დონეცკში, ქალაქ კრამატორსკზე მიტანილი საჰაერო შეტევისას. მერის თქმით, რუსული ძალები თავს დაესხნენ ქალაქის ცენტრს და დააზიანეს მაღალსართულიანი შენობა.

უკრაინელი სამხედროების თქმით, ხერსონსა და ბერისლავის მიმართულებით რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს, განადგურებულია 6 ტანკი, 5 საარტილერიო, 3 სარაკეტო სისტემა და ჯავშან ტრანსპორტიორები.

ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ დონეცკში უკრაინულმა ძალებმა 4 ირანული კამიკაძე დრონის ჩამოგდება შეძლეს. 

დღის ამბები