27 ნოემბერი 2022,   13:42
ვრცლად
"ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები" - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით აღნიშნეს

მდუმარე აქცია "ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები" - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით აღნიშნეს. შეკრებილების მთავარი გზავნილი აფხაზი დებისა და ძმებისთვის - მშვიდობიან საქართველოში ერთად ცხოვრებაა. 

"ამ ტკივილიან დღეს ვიმედოვნებთ და ჩვენს აფხაზ და-ძმებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ვეუბნებით, რომ სიყვარულით ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი,“ - ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია.

დღის ამბები