27 ნოემბერი 2022,   13:26
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა დელეგაცია სტუმრობს

საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა დელეგაცია სტუმრობს, რომელთაც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უმასპინძლა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესრულებას, რაზეც ქართული მხარე მუშაობს.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავსი ვიზიტები ხელს შეუწყობს საქართველოსთვის ევროპასთან სწრაფად ინტეგრირებას.

"მთავარი მიზანი ვიზიტის არის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გაეცნონ, თუ როგორ სრულდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, როგორ მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მთავარი აქცენტი, ასევე, კეთდება ევრორეკომენდაციების შესრულებაზე.

ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გვქონდეს პროგრესი. მოველით მათ გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები