27 ნოემბერი 2022,   12:56
ვრცლად
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზად არის, 2008 წლის ომის გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან.

"ქალბატონ ნაზატ შამიმ ხანთან მქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დიალოგი და დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ასეთი თანამშრომლობით აუცილებლად, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ სამართლიანობის მიზანს," – აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილე ამბობს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

"შეხვედრები გავმართე თქვენს ოფიციალურ პირებთან, რათა გვესაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და იმ გამოძიებაზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ სასამართლოს უფლებამოსილებით. მოხარული ვარ ინფორმაცია მივაწოდო მინისტრს იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც ჩვენ შევასრულეთ და იმის შესახებ თუ რას მივაღწიეთ ერთად პარტნიორობით, ასე რომ ეს იყო მართლაც ნაყოფიერი შეხვედრა," - ამბობს ნაზატ შამიმ ხანი.

დღის ამბები