27 ნოემბერი 2022,   13:45
ვრცლად
12 პუნქტიან რეკომენდაციებს შორის ორ ძირითად საკითხზე: საპარლამენტო კონტროლსა და საარჩევნო რეფორმაზე საკომიტეტო მოსმენები 1 კვირაში დაიწყება

12 პუნქტიან რეკომენდაციებს შორის ორ ძირითად საკითხზე: საპარლამენტო კონტროლსა და საარჩევნო რეფორმაზე საკომიტეტო მოსმენები 1 კვირაში დაიწყება. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს საკითხები არის მთავარი დემოკრატიულობის თვალსაზრისით და იმედოვნებენ, რომ ოპოზიცია სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

"თემა, რომელსაც ეხება არჩევნებია და მეორე: საპარლამენტო კონტროლი, საკუთრივ ეს თემები არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თანამედროვე დემოკრატიების მუშაობისთვის და ფუნქციონირებისთვის. ამ მიმართულებითაც წარიმართა მუშაობა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იყო ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და ამის მიხედვით ცვლილებების შეთავაზება. უფრო იმედიანად ვარ განწყობილი და მგონია, რომ მხარდაჭერა ექნება ამ საკანონმდებლო ინიციატივებს. არ ვარ დარწმუნებული სრულ ოპოზიციასთან მიმართებაში," - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისკომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები