04 დეკემბერი 2022,   02:53
ვრცლად
შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილი ხალხისთვის მნიშვნელოვან, საგნობრივ თემებზე დისკუსიაში ჩართული არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ხალხისთვის მნიშვნელოვან, საგნობრივ თემებზე საპარლამენტო უმრავლესობას ფაქტობრივად მარტო უწევს მსჯელობა. 

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ამ მსჯელობაში ჩართული არ არის, თუმცა მათი ეს ჩართულობა საჭიროა.  

"სინამდვილეში, პრობლემა სწორედ ის არის, რომ ჩვენ არათუ ძლიერი ოპოზიცია არ გვყავს, ჩვენ პარლამენტში რეალურად ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს მოწვევის პარლამენტია, რომელი თემა გახსენდებათ ხალხისთვის მნიშვნელოვანი საგნობრივი თემა, რომელზეც იყო საგნობრივი დისკუსია? მთელი პოლიტიკური დისკუსია ამ პერიოდში შემოფარგლულია 2-3 თემით, რომლის გარშემოც ტრიალებს ეს ყველაფერი. არის ხან რუსეთზე საუბარი ან სასამართლო რეფორმაზე და ა.შ. მაგრამ სხვა დანარჩენი არაფერზე არ მიდის მსჯელობა. ისეთ კანონებზე ვმსჯელობთ ჩვენ და გვიწევს ფაქტობრივად უმრავლესობას მარტო მსჯელობა, ვინაიდან ოპოზიციის ეს ნაწილი საერთოდ არ არის ჩართული ამ მსჯელობაში, არადა სწორედ აქ გვჭირდება. ხანდახან ჩვენც კი გვიწევს თავად კრიტიკული თვალით სპეციალურად შეხედვა რაღაც საკითხების მიმართ, იმისთვის, რომ კრიტიკულად გავიაზროთ საკითხები. სამი პარტიაა გამოკვეთილად ბოლო პერიოდი, რომელიც რადიკალური დღის წესრიგით გამოირჩევა - "ნაციონალური მოძრაობა", მასთან ალიანსში მყოფი "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი". რიცხოვნულად ისინი ბევრი არიან და სწორედ ეს სიბევრე სინამდვილეში მსჯელობის ხარისხში არ აისახება. თუ გინდათ, დღეის შემდეგ დააკვირდით, როცა იქნება კანონპროექტების განხილვა, რამდენად შემოდიან შინაარსობრივ მსჯელობაში. მგონია, ხოლმე რომ ხანდახან ამ ჯგუფის ერთადერთი ინტერესის თემა არის უნდა იყოს ქართული ოცნება ხელისუფლებაში თუ არ უნდა იყოს, ამ საკითხების მიღმა ვერ მიდიან.“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

დღის ამბები