04 დეკემბერი 2022,   02:09
ვრცლად
ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა - როგორი იყო დასავლელი პარტნიორების რეაქცია 

ვაშინგტონი, ბრიუსელი, ვილნიუსი, ვენა - ალექსანდრ ლუკაშენკოს უკანონო ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. უფროს ძმასთან ღამის საუბრები ლუკაშენკოს ძვირი დაუჯდება. ევროპელების ნაწილი ოკუპირებულ ბიჭვინთაში მის მოულოდნელ ვიზიტს ახალი სანქციების საბაბად უკვე განიხილავს. მით უმეტეს, რომ უკრაინასთან ომში პუტინის მხარდაჭერით ლუკაშენკომ ის მცირედიც დაკარგა, რაც სადავო არჩევნების შემდეგ დასავლეთის თვალში დარჩენილი ჰქონდა. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო შტო "რუსთავი 2-ს" უდასტურებს, რომ ამ ნაბიჯის რაიმე სახის ლეგიტიმაციაზე საუბარი ზედმეტია.

საოკუპაციო რეჟიმთან ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა აშშ-ისთვის. ვაშინგტონისთვის ეს იგივეა, რის გაკეთებასაც ახლა რუსეთი უკრაინაში ცდილობს. სენატში ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიას ფიქციური რეფერენდუმები გაიხსენეს. სახელმწიფო დეპარტამენტში კი "კურიერის" კითხვას - რა რეაქცია აქვთ ლუკაშენკოსა და ბჟანიას მიერ დაანონსებულ "მეგობრობის ხიდებსა" თუ "ძალიან სერიოზულ ურთიერთობებზე", ასე უპასუხეს - "ჩვენ საქართველოს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად ვრჩებით. რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტაზე. უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის წინა პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა.

თბილისთან მიმართებით მინსკის არამეგობრული ნაბიჯი დაგმეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა. მათთვის ცხადია რომ ლუკაშენკო და პუტინი ერთ თამაშს თამაშობენ.

"აღმაშფოთებელი და მიუღებელი" - ფაქტი უწოდა ლუკაშენკოს ბოლო მოგზაურობას სვეტლანა ციხანოვსკაიამ. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეპრესიებს ჯერ ლიეტუვაში,შემდეგ კი პოლონეთში გაექცა. "ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს" - აცხადებს ოპოზიციონერი და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ბელარუსი ხალხის მხარდაჭერას უდასტურებს.

დღის ამბები