08 დეკემბერი 2022,   09:23
ვრცლად
სახელმწიფო 3 სამაშველო ვერტმფრენს, ასევე სახანძრო ავტომობილებს შეიძენს

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, როგორც მიმდინარე წლის ცვლილებებში, ასევე მომდევნო წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა დამატებით 3 სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, როდესაც სამაშველო ოპერაციების განხორციელება საკმაოდ რთულ პირობებში მოუწიათ ჩვენს მაშველებს და ვფიქრობ, რომ ეს ახალი შესაძლებლობები, რომელიც გაჩნდება ახალი სახანძრო ავტომობილებისა და ვერტმფრენების შეძენით, მათ გაუადვილებთ იმ საქმეს, რომელსაც ემსახურებიან​," - განაცხადა ხუციშვილმა.

დღის ამბები