08 დეკემბერი 2022,   11:06
ვრცლად
უკრაინამ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადი გააკეთა

უკრაინამ ნატო-ში შესვლის განაცხადი გააკეთა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

"დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ნატოში ჩვენი გზა. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან ჩვენი თანხვედრა. ისინი რეალურები არიან უკრაინისთვის - რეალურებია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. დღეს უკრაინა განაცხადს აკეთებს, რომ ეს დე იურე გახდეს დაჩქარებული წესით. ჩვენ განმსაზღვრელ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში სწრაფი გაწევრიანების განაცხადის ხელმოწერით," - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

დღის ამბები