08 დეკემბერი 2022,   11:09
ვრცლად
რა ფასი დაუჯდება მოსკოვს მეზობელი ქვეყნის ანექსია - პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას საერთაშორისო საზოგადეობა არ აღიარებს

მოსკოვი ზეიმობს, მთელი ცივილური სამყარო კი გმობს - პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას არ აღიარებს არც ბრიუსელი, არც ვაშინგტონი და არც გაერო, რომლის წესდებაც რუსეთის პრეზიდენტმა მის სასარგებლოდ წაიკითხა.

არასოდეს, არასოდეს, არასოდეს - ასეთია თეთრი სახლის პასუხი კრემლის მცდელობაზე დაიკანონოს უკრაინის ოთხი რეგიონი. ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს იმპერიის აღდგენის მცდელობაში ადანაშაულებს და რეფერენდუმების შედეგებს მოსკოვში დაწერილს უწოდებს. განცხადებებს ვაშინგტონმა კონკრეტული ქმედებებიც მოაყოლა - შტატებმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო ათასზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. მათ შორის მოხვდნენ პრემიერ-მინისტრ მიშუსტინისა და თავდაცვის მინისტრ შოიგუს ოჯახები და სახელმწიფო სათათბიროს 109 წევრი.

პუტინის გადაწყვეტილებას, ოფიციალურად გაიფორმოს უკრაინული მიწები, არც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა აღიარებს. ბრიუსელი დოკუმენტს ბათილად ცნობს და მიიჩნევს, რომ ამით კრემლმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას ძირი კიდევ ერთხელ გამოუთხარა.

მიტაცება, ქურდობა, თავხედური ტაქტიკა - ეს სიტყვები კი დღეს ამერიკელი სენატორების მხრიდან ისმოდა. უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას არ ცნობს თავად ოკუპირებული რეგიონების მქონე საქართველოც.

დღის ამბები