08 დეკემბერი 2022,   09:54
ვრცლად
თბილისობა - დედაქალაქის სტუმრებს სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე გასართობი და მუსიკალური პროექტი ელოდებათ

"უჩინმაჩინის ქუდი" - ვოდევილი, რომელიც ძველ თბილისურ ამბავს გვიყვება, ხვალ რიყის პარკში გაცოცხლდება. ახალი თეატრის მსახიობები და ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები ერთ სპექტაკლში რეჟისორმა დავით დოიაშვილმა გააერთიანა, წარმოდგენის მუსიკალურ გაფორმებაზე კი კომპოზიტორმა, რუსა მორჩილაძემ იზრუნა. უჩინმაჩინის ქუდის სანახავად მისულ მაყურებელს 2 საათიანი მიუზიკლი ელით.

სპეციალურად თბილისობისთვის დადგმული სპექტაკლი ზუსტად 3 კვირაში შეიქმნა და დღესასწაულთან დაკავშირებით დამსწრეებისთვის უფასო იქნება. უჩინმაჩინის ქუდის გარდა, თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სხვადასხვა ლოკაციებზე კიდევ რამდენიმე გასართობი და მუსიკალური პროექტი ელოდებათ. 

დღის ამბები