02 დეკემბერი 2022,   00:13
ვრცლად
ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში 1 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა აღმოაჩინეს

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში 1 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ეს ამ პერიოდის ყველაზე სრულყოფილად შემონახული თავის ქალაა, რაც აქამდე აღმოუჩენიათ ევრაზიის კონტინენტზე.

მეცნიერების დასაბუთებით, აღმოჩენა პალეოლითის ხანის პერიოდისაა და ჰომო ერექტუსს ეკუთვნის, რომელიც დედამიწაზე პირველად დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ გამოჩნდა.

როგორც არქეოლოგები აცხადებენ, თავის ქალა უფრო ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის მათ და ნათელს მოფენს ადამიანის ევოლუციას აღმოსავლეთ აზიაში.

დღის ამბები