04 დეკემბერი 2022,   02:55
ვრცლად
საუკუნოვანი სახლები, სკოლები, ისტორიული თეატრი პირვანდელ სახეს დაიბრუნებენ - ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება დაიწყო

თბილისიდან, დაახლოებით, 130 კილომეტრის მანძილზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ისტორიული სოფელი ველისციხეა. ეს არის ისტორიული სოფელი, გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობებით, ქალაქური ტიპის სახლებით, რომელთა უმეტესობა მეცხრამეტე საუკუნეშია აშენებული. ზოგიერთ მათგანს ქვედა სართულზე ღვინის სარდაფებიც შემორჩა, სადაც კახეთის დამახასიათებელი მარნებია მოწყობილი. აქვეა 130 წლის ისტორიის მქონე თეატრის შენობა. შენობა, რომელიც განადგურების პირას იყო მისული. დროთა განმავლობაში განადგურების პირას მივიდა ისტორიული, საუკუნოვანი სახლებიც.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე ერთი წელია სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება დაიწყო. პროექტი მასშტაბურია. პირვანდელ სახეს დაიბრუნებენ საუკუნოვანი სახლები, სკოლები, ისტორიული თეატრის შენობა, განახლდება ცენტრალური პარკი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ავტოსადგურს. 

დღის ამბები