08 დეკემბერი 2022,   10:08
ვრცლად
ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით ლიტერატურული პრემია დაწესდა

ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ლიტერატურული პრემია დაწესდა.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.


ბასილ მელიქიშვილის პრემია ყოველწლიურად, 2 ოქტომბერს, მწერლის დაბადების დღეს, 35 წლამდე პროზაიკოსს გადაეცემა.

პრემია ახალგაზრდა პროზაიკოსს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრს, დათია ბადალაშვილს გადაეცა. პრემია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით დაწესდა.

დღის ამბები