04 დეკემბერი 2022,   02:06
ვრცლად
ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს

"მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. უკვე თქვა საბოლოო სიტყვა პროკურორმა, ახლა კი დაცვის მხარეს უსმენენ. არ არის გამორიცხული, მოსამართლეთა კოლეგია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ დღესვე გავიდეს.

სხდომაზე იყო ხმაური- პოლიტიკური განცხადების გამო მოსამართლეთა კოლეგიამ "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას დარბაზი დაატოვებინა.

ხოშტარიას მოსამართლემ ჯერ შენიშვნა მისცა, მალევე კი სასამართლო სხდომის ხელშეშლისა და შეფერხების მცდელობისთვის, დარბაზიდან გააძევა. მიზეზი ხოშტარიას ქმედება გახდა, რომელიც პროკურორთან მივიდა შეკითხვით -  "ხელს მოგკიდებ".

ამასთან, პროცესზე სიტყვა წარმოთქვა ნიკა გვარამიამაც.

გვარამიას "რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე წინა ინსტანციამ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები