04 დეკემბერი 2022,   02:55
ვრცლად
როგორი უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის ქართული კანონი - ამ საკითხზე პოლიტიკური სპექტრი ისევ ვერ თანხმდება

როგორი უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის ქართული კანონი - ამ საკითხზე პოლიტიკური მხარეები ისევ ვერ თანხმდებიან. განცხადებები დღეს სხდომათა დარბაზში გაკეთდა - იქ, სადაც დეპუტატები კანონპროექტზე უნდა შეჯერდნენ და მას მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ვის ეკუთვნის ოლიგარქის სტატუსი და ვის შეეხება კანონი - ოპოზიცია ე.წ. უკრაინულ მოდელის წინააღმდეგია და ამბობს, რომ ის ქართულ რეალობას არ ერგება. "ნაციონალური მოძრაობა" ალტერნატიულ პროექტზე უკვე მუშაობს, თუმცა ამ პროცესში ჯერჯერობით მარტოა.

სწორია თუ არა კანონის მიღება, რომელზეც კონსენსუსი არ არის - მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, ასეთ შემთხვევაში დეოლიგარქიზაცია კანონმდებლობით არ დარეგულირდეს. ამ შესაძლებლობას ქართული ოცნება ოპონენტების განცხადებების გამო უშვებს. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რატომ აიღო პარლამენტმა საბაზისოდ უკრაინული მოდელი.

როგორ შეასრულებს ქვეყანა დეოლიგარქიზაციის ვალდებულებას, რომელიც ევროკომისიის მეხუთე რეკომენდაციაა - უკრაინული კანონის ანალოგზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა უკვე დაასრულა. პარლამენტში სავარაუდოდ მალე შესაბამისი კანონპროექტი იქნება ინიცირებული, თუმცა დეოლიგარქიზაციის შესახებ სავარაუდოდ ოპოზიციის ალტერნატიული პროექტიც დარეგისტრირდება.


დღის ამბები