04 დეკემბერი 2022,   03:23
ვრცლად
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, ახალი ტურნიკეტები მოეწყობა

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის მატებაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, პრობლემური წერტილებია "ვარკეთილის" და "ახმეტელის თეატრის" მეტროსადგურების ჩასავლელ-ამოსავლელები, რომლებიც ვერ ატარებენ ნაკადს. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე ითქვა აზიის ბანკთან ერთად იგეგმება მუშაობა თანამედროვე ტურნიკეტების პროექტზე.

ახალი ტურნიკეტის მოწყობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა, რაც 30%-ით მეტი მგზავრის გატარების შესაძლებლობას იძლევა.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით 11 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. ბიუჯეტი შეადგენს 44 ამერიკული დოლარს.

დღის ამბები