04 დეკემბერი 2022,   01:25
ვრცლად
საარჩევნო რეფორმა სესიაზე გადის - ვინ დაუჭერს ცვლილებებს მხარს და პოზიციები აქვთ მხარეებს 

საარჩევნო რეფორმა დღეს სესიაზე გადის. კანონმდებლებმა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით უნდა განიხილონ. ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტს მხარს სავარაუდოდ არ დაუჭერს, რადგან თვლის, რომ არსებული ვარიანტი საარჩევნო სისტემაზე მთლიანობაში დადებით გავლენას ვერ მოახდენს.  

ხელისუფლების ოპონენტებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. მათი მტკიცებით, საკანონმდებლო ცვლილებებში გათვალისწინებული არ არის საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესები.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები სახელისუფლებო გუნდთან, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილის ჩართულობით. 

"ლელოში" აცხადებენ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ დამოუკიდებლად შემუშავებული კანონპროექტები თანაბრად მნიშვნელოვანია. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას სთავაზობენ, განიხილონ ორივე პროექტი და შემდგომ გაიგზავნოს ისინი ვენეციაში.

"ხელისუფლებამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც აგვარებს საკითხთა ერთ წრეს, ოპოზიციამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც აგვარებს საკითხთა მეორე წრეს. ორივე მნიშვნელოვანია. როგორ გვარდება, ეს განხილვების დროს გამოჩნდება, ამიტომ ჩვენი წინადადება ხელისუფლებასთან არის, რომ განვიხილოთ ორივე პროექტი, გავგზავნოთ ორივე ვენეციაში და ვენეცია რა პუნქტებზეც მოგვცემს დადებით დასკვნას, იმ პუნქტებს ვუყაროთ კენჭი ერთად. ჩვენ მივიღებთ კონსენსუსურ კანონს ჯამში, ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულს და არა ჩემ მიერ, ან სხვის მიერ და ამით გადაიდგმება ნაბიჯი წინ დეესკალაციისკენ და დეპოლარიზაციისკენ,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრობს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, პაატა მანჯგალაძე. 

"გამოვიყენოთ მოლდოვას საუკეთესო პრაქტიკა და სხვა ქვეყნების, როცა ემიგრანტებს აქვთ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები