04 დეკემბერი 2022,   01:42
ვრცლად
საქართველოს, ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი აქვს - მსოფლიო ბანკმა ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა

5.5-ის ნაცვლად 8.8 პროცენტი - მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი გაზრდილია და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ქვეყნის 2023 წლის ბიუჯეტი 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფარგლებშია დაგეგმილი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი კი, ბიუჯეტის მიხედვით 7500 დოლარს უტოლდება. მსოფლიო ბანკის ანგარიშში სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზეც არის საუბარი.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილების მაჩვენებლის ზრდა, უცხოური ინვესტიციები - ეს ფაქტორები საქართველოში ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელია. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეფასებით, პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, შესაბამისმა უწყებებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირება, ანალიტიკოსების განმარტებით, ახლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა ამ მიმართულებით და რეგიონში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ექსპერტები მიმდინარე წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულებას ვარაუდობენ.

მსოფლიო ბანკის მსგავსად, უახლოეს დღეებში, საქართველოში ეკონომიკური პრამეტრების შესახებ ანგარიშს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც გამოაქვეყნებს.

დღის ამბები