04 დეკემბერი 2022,   01:45
ვრცლად
ბაჩო დოლიძის განცხადებით, ენმ-ს დავით კეზერაშვილთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს

აფინანსებს თუ არა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" - "ღამის კურიერის" ეთერში დასმულ კითხვას, "ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ უპასუხა და განმარტა, რომ დღეს მასთან პარტიას არანაირი ურთიერთობა არ აქვს:

"საკმაოდ საჯარო პოზიცია იყო ნიკა მელიას მხრიდან და მან თქვა, რომ თავდაპირველად მოხდა კეზერაშვილთან ხელის ჩამორთმევა, მაგრამ აბსოლუტურად საჯაროდ და ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილია მასთან. არავითარი ურთიერთობა დღეს არ არის," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

დღის ამბები