04 დეკემბერი 2022,   03:31
ვრცლად
"შეგნებულად მოგონილი კამპანია იყო, რომ ვითომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაივიწყა მიხეილ სააკაშვილი" - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანმა, ბაჩო დოლიძემ გადაცემა "ღამის კურიერში" მის პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ერთიანია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და რა მოვლენები ვითარდება პარტიაში, ბაჩო დოლიძე პასუხობს, რომ პარტიაში საკმაოდ ბევრი ადამიანია და შესაბამისად არსებობს განსხვავებული აზრიც. თუმცა, მისი თქმით, პარტია ერთიანდება იმ მიზნის გარშემო რომ "ქართული ოცნება" ჩამოაშორონ ხელისუფლებას და "დასავლურ ვექტორზე დააბრუნონ ქვეყანა".

ბაჩო დოლიძის თქმით, შეგნებულად მოგონილი კამპანია იყო, თითქოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაივიწყა სააკაშვილი და საერთოდ არ აინტერესებს ის.

"ბევრი სპეკულაცია იყო. რაღა თქმა უნდა, პარტიის განვითარება და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, ზოგადად პარტიას, რომლის დამფუძნებელიც დღეს ციხეშია და მისი ინვალიდიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა პრობლემაა და აბსოლუტურად ყველანი ვაცნობიერებთ. მე ვფიქრობ, შეგნებულად მოგონილი კამპანია იყო, რომ ვითომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაივიწყა მიხეილ სააკაშვილი, საერთოდ არ აინტერესებს, არ ადარდებს და რაღაც სხვა საქმეებზეა გადართული," - განაცხადა დოლიძემ.

დღის ამბები