04 დეკემბერი 2022,   02:32
ვრცლად
შვილიშვილის სკოლიდან გამოსაყვანად წასული ქალი ხუთმა ბულდოგმა დაგლიჯა - შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა

ლივერპულში, შვილიშვილის სკოლიდან გამოსაყვანად წასული ქალი ხუთმა ბულდოგმა დაგლიჯა - ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული "Mirror" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოჯახს სკოლიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ არასრულწლოვანს წასაყვანად არავინ მიაკითხა, რის შემდეგაც 65 წლის ქალი ლივერპულის ერთ-ერთ უბანში, საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს.

მეზობლების ცნობით, მათ შუადღის 4 საათისთვის ქალის ყვირილის ხმა გაიგეს. 

მერსისაიდის პოლიციის ცნობით, 5 ამერიკული ჯიშის ბულდოგი სამართალდამცავებმა შესაბამისი ჰუმანური მეთოდით დააძინეს.

პოლიციამ ძაღლების პატრონი, 31 წლის მამაკაცი, გაუფრთხილებლობის გამო დააკავა. მას დეტექტივები დაკითხავენ.

დღის ამბები