04 დეკემბერი 2022,   02:07
ვრცლად
პრაღაში დღეს ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იხსნება - შეხვედრას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც

პრაღაში დღეს ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იხსნება. შეხვედრას ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრებიან - მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის დედაქალაქში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უკვე იმყოფება. საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

ორ დღიან სამიტს და მის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს მმართველ გუნდში კარგ შესაძლებლობად თვლიან, რათა საქართველომ მისთვის მნიშვნელოვანი თემები მეგობარ ქვეყნებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილოს.

"მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის იდეასთან დაკავშირებით ჩვენი ხმაც ისმოდეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს ამ შეხვედრაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნების ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ვიმსჯელოთ იმ მნიშნველოვან იდეაზე, რომელიც გაჟღერდა ევროკავშირის მხრიდან და შეეხება ევროპის ახალი თანამეგობრობის შექმნას," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები