04 დეკემბერი 2022,   02:08
ვრცლად
მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოს დამცველებმა მარტვილში უკანონო სახერხ საამქროს მიაკვლიეს. დაურეგისტრირებელი საამქრო სოფელ ბალდაში აღმოაჩინეს. მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.

ამოღებულია 5-მ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის წიფლის ხის მასალა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

დღის ამბები