04 დეკემბერი 2022,   01:39
ვრცლად
სოფელ ქვახვრელში თითქმის 900 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა დასრულდა

შიდა ქართლში, სოფელ ქვახვრელში თითქმის 900 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში გაკეთდა სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.

სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის აღდგენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. როგორც გორის მერიაში ამბობენ, პროექტი სწორედ მათი თხოვნით გაკეთდა.

დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა.

დღის ამბები