27 ნოემბერი 2022,   12:52
ვრცლად
თბილისის მერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის" სტუდენტებს შეხვდა

თბილისის მერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის" სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებმა მერს ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება- მოწესრიგებასთან დაკავშირებით თავიანთი ინიციატივა გააცნეს. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, აღნიშნული ინიციატივა მიიღოს და პროექტი სტუდენტებთან ერთად განახორციელოს.

"დედაქალაქის მერია გამოთქვამს მზადყოფნას ამ პროექტის შესრულებაზე. მივესალმები თქვენს ინიციატივას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამისთვის,"- აცხადებს კალაძე.

დღის ამბები