27 ნოემბერი 2022,   13:31
ვრცლად
აგვისტო-სექტემბერში ქართულ ბაზარზე საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო

აგვისტო-სექტემბერში ქართულ ბაზარზე, საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. მაჩვენებელი 10-დან 50 თეთრის ფარგლებში მერყეობს. 

კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ კლების ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასის ვარდნა იყო. 

უწყებაში განმარტავენ, რომ აგვისტოში პრემიერის რეკომენდაციით, იმისათვის, რომ გარკვეულიყო ბაზარზე არსებული ვითარება, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც ფასმა კლება დაიწყო. კონკურენციის სააგენტო მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის თავზე პირველად შედეგებს წარადგენს და გასცემს რეკომენდაციებს. 

დღის ამბები