02 დეკემბერი 2022,   00:40
ვრცლად
292 მილიონი ლარით გაზრდილი განათლების ბიუჯეტი - თანხის დიდი ნაწილი 70 ახალი სკოლის აშენებასა და 700-ზე მეტის რეაბილიტაციას მოხმარდება

მომდევნო წლის ბიუჯეტში განათლებისთვის გამოყოფილი თანხები 294 მილიონი ლარით გაიზარდა, სამინისტროს ბიუჯეტი სულ 2 მილიარდი ლარი იქნება. ფინანსების მობილიზების ფონზე პრემიერ-მინისტრმა მასწავლებელთა ხელფასის 10 და 20%-ით მომატებაც დააანონსა. დანამატს მიიღებს ის 45 ათასი პედაგოგი, ვისაც კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი აქვს. მათი შემოსავალი 125 ლარით მეტი იქნება . ხელფასის იგივე რაოდენობით მოემატებათ მანდატურებს , სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ანაზღაურება კი 10%-ით გაიზრდება.

2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები პროფესიული განათლების კუთხითაც. გასულ წელთან შედარებით დამატებით მობილიზებულია დაახლოებით 19 მილიონი ლარი. პროფესიული სასწავლებლების 3700-ზე მეტ პედაგოგს საათობრივი ანაზღაურება 20%-ით მოემატება , კოლეჯების ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასი კი 10%-ით გაიზრდება.

სასკოლო თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოფა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. ამ მიმართულებით დაახლოებით 93 მილიონი ლარით გაიზარდა ბიუჯეტი. მასშტაბური პროექტების განხორციელება უკვე დააანონსა პრემიერ-მინისტრმა. სასკოლო კომპლექსები საქართველოს ყველა რაიონში აშენდება. თბილისსა და რეგიონებში 800 საგანმანათლებლო დაწესებულების აშენება- რეაბილიტაცია უნდა მოხდეს .

ერთი მილიარდი ლარის ღირებულების 80 ახალი სკოლის აშენება და 700-ზე მეტის რეაბილიტაცია 2026 წლამდე უნდა დამთავრდეს . საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 3 ახალი საჯარო სკოლა უკვე აშენდა, 237-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 4 ახალი საჯარო სკოლა აშენდა აჭარაში . რეგიონში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 28-ს ჩაუტარდა .

პარალელურად მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე 106 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაასრულა და დამატებით 39 დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები