08 დეკემბერი 2022,   11:02
ვრცლად
ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობასა და ბრიუსელის 12-ი რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრა.

საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად საქართველოს მზადყოფნა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.

ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე გამოეხმაურა.

"ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია - ევროპული მომავლის," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები