08 დეკემბერი 2022,   10:10
ვრცლად
ზაპოროჟიეს ოლქში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

უკრაინაში ომის 226-ე დღეა და საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

7-მდე გაიზარდა ზაპოროჟიეს ოლქში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, დაკარგულად ითვლება 5 ადამიანი. შენობის ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

გასული დღის განმავლობაში 9-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარე დასახლებები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. შეზღუდულია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება.

უწყვეტი დაბომბვები გრძელდება დნეპროპეტროვსკის ოლქში. ნიკოპოლის რაიონში განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები