01 დეკემბერი 2022,   23:38
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალების დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ. სასწავლო კურსის მიზანს პროთეზირებული პაციენტების ყოფითი მოქმედებების სრულყოფა წარმოადგენდა.

ტრენინგი "სიარულის სკოლა" "რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში" 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა პოსტოპერაციული, პროთეზირებამდე და პროთეზირების შემდგომი თერაპიის საკითხები შეისწავლეს.

დღის ამბები