02 დეკემბერი 2022,   01:25
ვრცლად
გადასცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს უკრაინას გამოკითხვისთვის - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში კეთდება

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტებებს მმართველ გუნდში აკეთებენ. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა საქართველოშიც არის შესაძლებელი და უწყებები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

განსხვავებულად ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და ამბობენ, რომ თუ ქართული მხარე უკრაინის ამ მოთხოვნას არ გაიზიარებს, საერთაშორისო პარტნიორების თვალში უარყოფით გავლენას იქონიებს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა განცხადა, რომ უკრაინაში 2018 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკითხვის მიზნით, მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი უკრაინულ მხარეს დროებით უნდა გადასცენ.

დღის ამბები