08 დეკემბერი 2022,   10:32
ვრცლად
ძლიერ ვაფასებთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს, რომელთაგან ერთი საქართველოა - კარენ დონფრიდი

ძლიერ ვაფასებთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს, რომელთაგან ერთი საქართველოა - ასე უპასუხა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის შეკითხვას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

კარენ დონფრიდის განცხადებით, ამერიკა მოუთმენლად ელოდება რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს მზაობას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტზე, უკრაინის ანექსიასა და კრემლის მუქარაზე ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. 

"ძლიერ ვაფასებთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს, რომელთაგან ერთი საქართველოა. შეერთებული შტატები ნატოს ღია კარის მუდმივი მხარდამჭერია. როგორც იცით, ახლა ვმუშაობთ ორი ახალი წევრის - ფინეთის და შვედეთის მიღებაზე და რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს იმ რეალობის არაჩვეულებრივი მაგალითია, რომ ნატო კარი ღიაა. მოუთმენლად ველით, რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას საქართველოსთან, რაც უზრუნველყოფს, რომ ნატოსთან მიერთების დროს საქართველო მტკიცე, დემოკრატიული და ნატოს ძლიერი წევრი იქნება, რასაც მოუთმელად ველით. ამასთანავე, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიზნების განსახორციელებლად," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კარენ დონფრიდი.

დღის ამბები