04 დეკემბერი 2022,   02:14
ვრცლად
"მოახერხა და გადაარჩინა სახალხო დამცველის ინსტიტუტი" - დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს ელოდებიან

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს ელოდებიან. ნინო ლომჯარია სესიაზე წლიური ანგარიშით წარსდგება. ანალოგიური დოკუმენტი ომბუდსმენმა მანამდე კანონმდებლებს საკომიტეტო მოსმენაზე გააცნო. ოპოზიციონერი დეპუტატები სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ანგარიშის მიხედვით ადამიანის უფლებები ქვეყანაში გაუარესებულია.

2021 წლის ანგარიშში სახალხო დამცველის აპარატმა რიგი დარღვევები გამოავლინა, მათ შორის, პენიტენციურ სისტემაში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით, პოლიციელთა საქმიანობაში, სასამართლო სისტემაში, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმების კუთხით თუ ბავშვთა უფლებების მიმართულებით. ანგარიშში მოხვდა გახმაურებული საქმეებიც - მათ შორის 5 ივლისის და დავით გარეჯის საქმეები.

პარტია "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, სახალხო დამცველი მისი პარტიისგან პოლიტიკურ მხარდაჭერას მიიღებს, რადგან მან მოახერხა ამ ინსტიტუტის გადარჩენა.

"ანგარიში არის ძალიან მძიმე. ვნახეთ ის, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმის ნაცვლად, რომ დაინტერესდნენ ამ ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემები როგორ შეიძლება გადაიჭრას, ამის ნაცვლად თავს დაესხნენ სახალხო დამცველს, როდესაც ის კომიტეტზე გამოდიოდა. აუცილებლად გამოვუცხადებთ პოლიტიკურ მხარდაჭერას სახალხო დამცველს, რომელმაც მოახერხა და გადაარჩინა სახალხო დამცველის ინსტიტუტი," - აცხადებს სამადაშვილი.

დღის ამბები