02 დეკემბერი 2022,   01:03
ვრცლად
ენერგეტიკული ტერორი არის მასიური განადგურების იარაღის ანალოგი, როდესაც ტემპერატურა 0-ს ქვევითაა - ზელენსკიმ  გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეო ზარით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს ვიდეო ზარით მიმართა, ზელენსკიმ შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის ელჩიც ესწრებოდა თქვა, რომ რუსული რაკეტები, რომელიც ურტყამს ენერგეტიკულ ობიექტებს არის ნამდვილად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

"მსოფლიოსგან ველოდებით ძლიერ რეაქციას რუსულ ტერორზე. ასევე, ველოდებით რეაქციას მეგობრებისგან - თუმცა, არა როგორც დამკვირვებლის. ჩვენ ველით ყველა იმ ადამიანის რეაქციას, ვინც ნამდვილად აღიარებს გაეროს წესდებას.

ღამით კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა მოხდა ზაპორიჟიას რეგიონის საავადმყოფოზე. მხოლოდ დღეს თითქმის 70 რაკეტა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ იყო ნასროლი. საავადმყოფოებს, სკოლებს, ტრანსპორტს და საცხოვრებელ შენობებს, ყველაფერზე მოქმედებს ეს. რუსულმა ტერორმა გამოიწვია გათიშვა, არა მხოლოდ უკრაინაში. დენი ჩვენს მეზობელ მოლდოვაშიც არ არის.

ენერგეტიკული ტერორი არის მასიური განადგურების იარაღის ანალოგი, ისეთ ვითარებაში როდესაც ტემპერატურა 0-ს ქვევითაა. ათობით მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის გარეშეა დარჩენილი და ეს არის შედეგი რუსული რაკეტების, რომელიც ენერგეტიკულ ობიექტებს ურტყამს. ეს ნამდვილად არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული," - განაცხადა ზელენსკიმ. 

სხდომაზე რუსეთის ელჩმა, ვასილ ნებეზნიამ კი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასაც უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკისა და მისი მხარდაჭერებისგან არ არის გამოთქმული მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად და რომ "უგუნური მუქარა და ულტიმატუმები" მხოლოდ კონფლიქტს წაახალისებს.

"ჩვენ ვახორციელებთ დარტყმებს ზუსტი იარაღით ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურაზე, რომელიც გამოიყენება უკრაინული დანაყოფების დასავლური იარაღით სამხედრო მომარაგების მიზნით. ის, რაც ბატონი ზელენსკისა და მისი მხარდამჭერებისგან გვესმის, სულაც არ არის მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად, არამედ უგუნური მუქარისა და ულტიმატუმების ენა და დასავლელი სპონსორები მხოლოდ წაახალისებენ ასეთ უგუნურ მიდგომას

დღის ამბები