02 დეკემბერი 2022,   00:08
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში - ჰერჩინსკი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში, რომ რეკომენდაციები კანონპროექტში აისახოს, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ეს 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

"ჩვენ გვაქვს ორი ორგანიზაცია - ევროკავშირი და ევროსაბჭო. ევროსაბჭო არის ორგანიზაცია, რომელიც 64 წარმომადგენლისგან შედგება და საქართველო არის მისი წევრი. ვენეციის კომისია წარმოადგენს ევროსაბჭოს ერთ-ერთ სტრუქტურას.

რაც შემეხება მე, მე ვარ ევროკავშირის ელჩი და ჩემთვის არ არის კომფორტული, ვისაუბრო სხვა ორგანიზაციის საქმიანობაზე.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს ეს, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, ჩვენ ვიცით, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში, რომ რეკომენდაციები კანონპროექტში აისახოს. ამაზე, ასევე, ისაუბრა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, როცა თქვა, რომ როგორ განხორციელდება ეს პროცესი, საქართველოს გადასაწყვეტია. ეს რეკომენდაცია იძლევა ჩარჩოს, რომელის მიხედვითაც არ უნდა იყოს გარკვეული პირების ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, ეს კი საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ განავითარებს ამ პროცესს, კანონის მიღებით თუ რა გზებით, მთავარია, რომ ევროკავშირი თვლის, რომ ეს პროექტი გადაგზავნილი უნდა იყოს ვენეციის კომისიაში," - ამბობს ჰერჩინსკი. 

დღის ამბები