01 დეკემბერი 2022,   23:44
ვრცლად
თუ კაკულიები მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ, მათ არ ჰქონდათ ნიკოს მოკვლის მოტივი, შესაბამისად, მათაც ჰყავთ დამკვეთები, ეს არის უტყუარი ინფორმაცია - ნიკო კვარაცხელიას დედა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. შესაძლოა, სიტყვის უფლებით ისარგებლოს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი კავილაძემაც.

სავარაუდოდ, სხდომას ნიკო კვარაცხელიას დედაც დაესწრება. როგორც ნიკო კვარაცხელიას დედა აცხადებს, მის ოჯახს კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არ ჰქონია. 

"მინდა ერთ-ერთი მკვლელის დედას - გიორგი კავილაძის დედას, ნათია ჯაფარაშვილს მოვუწოდო, რომ მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, იმიტომ,რომ მისცე შვილს უფლება, აღიაროს და მოჰყვეს ყველაფერი, რა მოხდა და უმოტივოდ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია... კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი შეხება არ გვაქვს. კაკულიებიდან კიდე იქით მივდივართ, თუ კაკულიები ამ საქმეში ფიგურირებენ მათ არანაირი მოტივი არ ჰქონდათ, რომ ნიკო მოეკლათ. შესაბამისად  მათაც ჰყავთ დამკვეთები. ეს არის უტყუარი ინფორმაცია,"-აცხადებს იზა ომაძე.

ამასთან, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი აცხადებს, დაცვის მხარე წარადგენს საჩივარს პირველი ინსტანციის განაჩენთან დაკავშირებით. 

"დაცვის მხარემ უნდა წარმოადგინოს საჩივარი პირველ ინსტანციის განაჩენთან დაკავშირებით. შესაბამისად ჩვენც გვექნება შუამდგომლობები აღნიშნულ საკითხზე. ახალი მტკიცებულებები რაც მოიპოვა ბრალდების მხარემ ეს უნდა წარვადგინოთ,"-გიორგი შაიშმელაშვილი.

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე პირველმა ინსტანციამ გაამტყუნა. საქალაქო სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კავილაძეს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები