02 დეკემბერი 2022,   00:01
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა, რომელიც რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა, რომელიც რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა თამარ ბერუჩაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

ბოლო პერიოდში თამარ ბერუჩაშვილი იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.

დღის ამბები