08 თებერვალი 2023,   04:29
ვრცლად
პოლონეთში, ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან, ნატო-ს წვრთნები ჩატარდა

პოლონეთში, ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან, ნატო-ს წვრთნები ჩატარდა. სამხედრო მანევრები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სუვალკის დერეფნის ტერიტორიაზე გაიმართა.

სამხედრო სწავლებაში სახმელეთო და საჰაერო ძალების ორი ათასი სამხედრო მონაწილეობდა. ასევე სწავლებაში საბრძოლო და ლოგისტიკური ტექნიკის ათასი ერთეული იყო ჩართული. წვრთნებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრიც დაესწრო.

დღის ამბები