08 თებერვალი 2023,   03:43
ვრცლად
რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში", ეს არის მინი მოდელი იმისა, რაც იყო მათი მმართველობის დროს, არაფორმალური გავლენები, ფაქტობრივად კლანების ბრძოლა, ფული და ა.შ. - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა პარტიის შიგნით კლანების ბრძოლა მიმდინარეობს. 

"პრობლემა არის იმ ფილოსოფიაში და იმ პრინციპებში, რომლებზეც დგას "ნაციონალური მოძრაობა". რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში", ეს არის მინი მოდელი იმისა, რაც იყო საქართველოში მათი მმართველობის დროს და რაც უნდათ მათ, რომ იყოს საქართველოში თუკი ისინი დაიბრუნებენ აბსოლუტურ ძალაუფლებას. ეს არის არაფორმალური გავლენები, რომლებსაც ახლა ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობაში", ეს არის ფაქტობრივად კლანების ბრძოლა, ეს არის გავლენები, ფული და ა.შ. რომელიც ნამდვილად არ არის თავსებადი დემოკრატიულ პროცესთან," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს აფასებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

"პროცესია მძიმე კვდომისა, მოკვდინებისა, რომელიც თავის თავს განაჩენად გამოუტანა "ნაციონალურმა მოძრაობამ", იმიტომ, რომ არავითარი სინანული, არავითარი შეცდომების ანალიზი, არავითარი დანაშაულების აღიარება. რაიმე ტიპის გაცოცხლებას ან რეანიმაციას ჩვენ არ უნდა ველოდოთ," - აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები