



ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა.
ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელმაც თერთმეტ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ხუთჯერ მოიპოვა. ნონა გაფრინდაშვილი პირველი საჭადრაკო "ოსკარის" მფლობელი და "ევროპის ოქროს პაიკის" ლაურეატია.