08 თებერვალი 2023,   05:13
ვრცლად
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლიბერიისა და კამერუნის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევების მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 58 პრიმა 2 მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად შეადგინეს.

ფოთის საქალაქო სასამართლომ გემების კაპიტნებს 65-65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.

დღის ამბები