08 თებერვალი 2023,   03:48
ვრცლად
ლაგოდეხში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლაგოდეხში მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.  შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან მოხდა.

გვიან ღამით 28 და 35 წლის მამაკაცები "მერსედესის" მარკის ავტომობილით დედოფლისწყაროს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ცუდი ხილვადობის გამო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაღუპულები ნათესავები იყვნენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთ მამაკაცს 5 შვილი ჰყავდა. ისინი სოფელ მირზაანიდან იყვნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები