08 თებერვალი 2023,   04:28
ვრცლად
ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება - დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

ჩინეთში, კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. შანხაის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტების ნაწილი პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომას ითხოვდა. საპროტესტო აქციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

საპროტესტო ტალღა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ქალაქ ურუმჩიში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დემონსტრანტები მომხდარს ლოქდაუნს უკავშირებენ. მათი თქმით, კორპუსის მცხოვრებლებმა შენობის დროულად დატოვება ვერ შეძლეს.

ჩინეთის ხელისუფლება ამ მიზეზს უარყოფს, თუმცა ურუმჩის ადგილობრივმა მთავრობამ პირობა დადო, რომ ყველა პასუხისმგებელ პირს მკაცრად დასჯის.

დღის ამბები