01 თებერვალი 2023,   09:16
ვრცლად
მბაპეს დუბლით საფრანგეთმა დანია დაამარცხა

კატარი 2022-ის D ჯგუფის მეორე ტურში საფრანგეთმა კილიან მბაპეს დუბლით დანია 2:1 დაამარცხა. ფრანგებმა ორი ტურის შემდეგ მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ანგარიში 61-ე წუთზე თეო ერნანდესის პასით კილიან მბაპემ გახსნა, 7 წუთში სკანდინავიელებმა სტანდარტულით ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს. 86-ე წუთზე ანტუან გრიზმანის ჩაწოდებას მბაპეს მეორე გოლი მოყვა. ფრანგებმა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და ჯგუფის ლიდერი გახდა. კილიან მბაპე კი საფრანგეთის ნაკრებში გატანილი გოლებით ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდა. D ჯგუფის მესამე ტურში საფრანგეთი ტუნისს შეხვდება, ავსტრალია კი დანიას.

დღის ამბები