



C ჯგუფის მეორე ტურში არგენტინამ მექსიკა 2:0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სკალონის გუნდმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. 64-ე წუთზე ლეო მესიმ ანგარიში უზუსტესი დარტყმით გახსნა. 87-ე წუთზე კი ენცო ფერნანდესმა ეფექტური დარტრყმით სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე 21-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით დიეგო მარადონას რეკორდი გაიმეორა. C ჯგუფს პოლონეთი 4 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილს არგენტინა და საუდის არაბეთი იყოფენ 3-3 ქულით, მექსიკა კი 1 ქულით აუთსაიდერია.