05 თებერვალი 2023,   23:42
ვრცლად
მონაზვნის მიმართ განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს 

მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულების აღმკვეთის ღონისძიებაზე, სასამართლო სავარაუდოდ, დღეს  იმსჯელებს.

ორ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და სასამართლოზე დუმილის უფლების გამოყენებას აპირებენ.

პროკურატურის მონაცემებით, სწორედ დაკავებულები შეიჭრნენ სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში, მარტო მყოფ მონაზონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იძალადეს, მონასტრიდან 2 შესაწირი ყუთი წაიღეს და მიიმალნენ. დაშავებული მონაზონი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 

როგორც ბრალდებულების ადვოკატი გიგა ჯეირანაშვილი აცხადებს, არცერთი ბრალდებყული წარდგენილ ბრალდებას არ ეთახმება და აცხადებენ, რომ დანაშაულის ადგილას არ ყოფილან. 

"წარედგინათ ბრალდება, თუმცა ორივემ დააფიქსირა პოზიცია, რომ ბრალდებას არ ეთანმხებიან. იქ არ ვყოფილვართო აცხადებს ორივე. ჩვენება არ მიუციათ, დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა გარკკვეულ საგამოძიებო მოქმედებებში ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა," - განაცხადა ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა.

დღის ამბები