08 თებერვალი 2023,   05:00
ვრცლად
დეკრეტული შვებულების ფინანსური დახმარება ორმაგდება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარს დაახლოებით 13 600 ადამიანი მიიღებს

სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც პარლამენტს დღეს გადაეგზავნა, კიდევ ერთ ცვლილებას, დეკრეტულ შვებულებებს ითვალისწინებს. პირველი იანვრიდან მთავრობის გადაწყვეტილებით, დეკრეტული შვებულების ფინანსური დახმარება ორმაგდება და ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ხდება.

ბიუჯეტში გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებენ კერძო სექტორში დასაქმებულებიც. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ცვლილებაა, ხელფასის მატების გარდა, სკოლის პედაგოგებს სახელმწიფო ბავშვის გაჩენის შემდეგ შვებულების პერიოდში სრულ ხელფასს ჩაურიცხავს. მთავრობის მიერ გაზრდილ 2 000-ლარიან დახმარებას კი სულ 13 600 ადამიანი მიიღებს. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები