08 თებერვალი 2023,   04:08
ვრცლად
"დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

7 თვის წინ "დირსის" საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში დოჩიამ ცივი იარაღით 4 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დაჭრა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად არასრულწლოვანის მამა გარდაიცვალა. 2 დაჭრილი და გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, მეოთხე პირი კი მეზობელია.

გრიგოლ დოჩია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა, თუმცა მისმა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ის განზრახ მკვლელობის ნაწილს არ აღიარებს და კონფლიქტის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. თავის დაცვის მოტივი არასაკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა მოსამართლისთვის. სხდომას დაზარალებულის ახლობლებიც ესწრებოდნენ, თუმცა მისი დასრულების შემდეგ დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვეს. მსჯავრდებულის დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას ახლა სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

17 წლიან პატიმრობას გირგოლ დოჩიას ადვოკატები, დადგენილ ვადებში, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. იძულებითი მოგერიება- ბრალის ასეთ ფორმულირებას ითხოვდა დაცვის მხარე.

გრიგოლ დოჩია სამართალდამცველებმა, "დირსისი" დასახლებაში 27 აპრილს მომხდარი, მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან 4 პირი დაჭრა, ერთი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, 3 კი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. სისხლიანი გარჩევის დღეს "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, მასალაში ჩანს, როგორ გადაჰყავთ დაჭრილები, სამედიცინო დაწესებულებაში. 

საბოლოო გადაწყვეტილებამდე, გრიგოლ დოჩიას ადვოკატები, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს ითხოვდნენ. სასამართლომ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიზეზი ბრალის დაზუსტება გახდა, 38 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობის მუხლი მოეხსნა.

დღის ამბები