08 თებერვალი 2023,   03:37
ვრცლად
პარტნიორებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომლებიც არ ემიჯნებიან და ირიბ მინიშნებებსაც კი აკეთებენ ომში ჩართვასთან დაკავშირებით- მამუკა მდინარაძე

პარტნიორებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ იმ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომლებიც არ ემიჯნებიან და ხანდახან ირიბ მინიშნებებსაც კი აკეთებენ ომში ჩართვასთან დაკავშირებით- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

ამასთან, მდინარაძე დღესღეობით ქართულ პოლიტიკაში არსებულ ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს დეოლოგარქიზაციას შეეხო და განაცხადა, რომ ოლიგარქს არქმევენ ისეთ ადამიანს, რომელიც მას არანაირი კრიტერიუმით არ ეკუთვნის და ხელს აფარებენ რეალურად მას ვისაც ეკუთვნის ოლიგარქის სტატუსი 

"პარტნიორებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ იმ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომლებიც არ ემიჯნებიან და ხანდახან ირიბ მინიშნებებსაც კი აკეთებენ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მაგალითად, გუშინ, რომ ორგანიზება გაუკეთეს კონფერენციას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ოლიგარქიის წინააღმდეგ- ოლიგარქს, რომ არქმევენ ვისაც არანაირი კრიტერიუმით ეს არ ერგება და ხელს აფარებენ იმასა, ვისაც ობიექტურად ერგება. 

გონჩარენკო რომ იყო ამ ღონისძიების ორგანიზატორი, მოდით მივყვეთ ფაქტებს და შევაფასოთ ამ ფაქტებიდან გამომდინარე. "აბა ომი გინდათ?!" ეს ნარატივი საიდან მოიტანეთო, რომ გვეუბნებიან- გადავხედოთ წარსულ წლებში, ამ კაცს გეორგიევსკის ლენტი ეკეთა გულზე რამდენიმე წლის წინ, უკვე დღეს და რამდენიმე თვის წინ მოგვიწოდებდა სოხუმში და აფხაზეთში შესეირნებისაკენ - პირდაპირ ომის დაწყებისკენ და ამის ავტორი უტევს ბიძინა ივანიშვილს, ერთი და იგივე ხალხი ამბობენ ომში ჩაერთეთ და უტევენ ბიძინა ივანიშვილს,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები